საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N1/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.

ვბრძანებ:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N1/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ წინასწარი და საჯარო დაცვის კომისიის შემადგენლობა.

2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე